უფასო ცხრილი
ქართული კერძები — რეალური ციფრები
ერთი აჭარული ხაჭაპური საშუალო ქალის მთელი დღის ნორმაზე მეტია. ეს არ ნიშნავს, რომ აღარასდროს ჭამო — ნიშნავს, რომ იცოდე, რას ირჩევ.
სრული ცხრილი — ქართული კერძები, ყოველდღიური პროდუქტები და სასმელები. პლუს დღის კალათა: აჭერ კერძს და ის თვითონ აკლდება შენს ნორმას.
სრული წვდომარას ნიშნავს ეს ციფრები
სამი რამ, რაც უნდა იცოდე„აღარასდროს ვჭამ ხაჭაპურს“ ორ კვირას გრძელდება, მერე კი ორმაგად ბრუნდება. ბევრად უკეთ მუშაობს: ჭამე, ოღონდ იცოდე რა ღირს და დანარჩენი დღე მოარგე.
ნახევარი ხაჭაპური სალათით — სრულიად ნორმალური კვებაა. მთელი ხაჭაპური პურით და ლიმონათით — აღარ არის. იგივე კერძია, სხვა შედეგი.
სუფრა ერთ დღეს გაგიფუჭებს ციფრს, არა შედეგს. თუ დანარჩენი ექვსი დღე თავის ადგილზეა, ერთი სუფრა არაფერს შლის.
ხშირი კითხვები
ქართულ კერძებზერამდენი კალორიაა აჭარულ ხაჭაპურში?
ერთი მთლიანი აჭარული ხაჭაპური დაახლოებით 1300–1600 კალორიაა. ეს საშუალო ქალის მთელი დღის ნორმაზე მეტია. რაოდენობა დამოკიდებულია ზომაზე, ყველის რაოდენობასა და კარაქზე.
რამდენი კალორიაა ერთ ხინკალში?
ერთი ხინკალი დაახლოებით 90–110 კალორიაა, ანუ ხუთი ხინკალი დაახლოებით 500 კალორია. ეს ერთ-ერთი ყველაზე კონტროლირებადი ქართული კერძია, რადგან ცალობით ითვლება.
ქართული კერძები წონის კლებას უშლის ხელს?
არა. ხელს უშლის ულუფა და სიხშირე, არა თავად კერძი. მწვადი, ლობიო, ბადრიჯანი და სალათები სრულიად თავსებადია წონის კლებასთან. პრობლემა ცომეულსა და ულუფის ზომაშია.
როგორ ვჭამო სუფრაზე ისე, რომ არ გადავაჭარბო?
ჯერ ცილა და ბოსტნეული აიღე, ცომეული ბოლოს. ალკოჰოლი და ლიმონათი ჩაანაცვლე წყლით. და გახსოვდეს: ერთი სუფრა კვირის შედეგს არ შლის, თუ დანარჩენი დღეები თავის ადგილზეა.
ციფრები იცი. მაგრამ —
რა ჭამო ხვალ დილით?
ცხრილი გეუბნება, რა ღირს. არ გეუბნება, როგორ ააწყო დღე ისე, რომ მშიერი არ დარჩე. სისტემაში ულუფის კალკულატორი, ჩანაცვლებების სია, 4-კვირიანი გეგმა და დამხმარეა, რომელსაც ნებისმიერ დროს ეკითხები.
ნახე რა შედისციფრები საშუალო მაჩვენებლებია — რეალური კალორიულობა დამოკიდებულია ულუფის ზომაზე, მომზადების წესსა და ინგრედიენტებზე. ეს მასალა საგანმანათლებლოა და არ ცვლის ექიმის ან დიეტოლოგის კონსულტაციას.